დავაზღვიოთ თუ არა საკუთარი ჯანმრთელობა? ამ შეკითხვაზე პასუხი ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, გაცემულია, მათ შორის, საქართველოშიც. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა უპირველესია მომხმარებელთა ჩამონათვალში, ამ პოლისით გამოკითხულთა 39% სარგებლობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ის მზარდიც გახლავთ. ამ საკითხზე ფიქრობს არამხოლოდ დასაქმებული, არამედ დამსაქმებელიც. კომპანიები ხშირად მიმართავენ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას კორპორაციული შეთავაზებებისთვის თანამშრომლების დასაზღვევად - ზოგ შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხის ნაწილს იხდიან ან მას მთლიანად ფარავენ და ისეთ მომსახურებებზე, რომელსაც დაზღვევა არ ითვალისწინებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

საქართველოში 2013 წლიდან ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვას. საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ, სამედიცინო მომსახურების მიღება არცთუ იაფია და შესაბამისად, კერძო დაზღვევის საკითხის აუცილებლობა დღის წესრიგში დგება. ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა, თქვენ მიერ შერჩეული პოლისის ფარგლებში, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების დანახარჯი ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურდება შეძენილი სადაზღვევო დაფარვების შესაბამისად. ამრიგად, ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის ფუფუნება და შესაძენად დახარჯული თანხა გაცილებით დიდი ოდენობით გიბრუნდებათ.

ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას კლიენტზე მორგებული სხვადასხვა ტიპის შეთავაზება აქვს. თავად მომხმარებლის არჩევანია, რომელ კომპანიას ანდობს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევას.

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უკვე ერთი წელია, რაც გამოჩნდა ახალი მოთამაშე, რომელსაც მყარი საერთაშორისო ბაზისი აქვს. Global Benefits Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი გახლავთ Global Benefits Group - საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია 36-წლიანი გამოცდილებითა და წარმომადგენლობითი ოფისებით მსოფლიოს 120 ქვეყანაში. Global Benefits Georgia ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო წარმატებული კომპანიის გავლილ გზას, გამოცდილებასა და კავშირებს ეყრდნობა. მის სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის პორტფელს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ჯანმრთელობის, კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლისა და შრომისუუნარობის და ასევე სამოგზაურო დაზღვევას.

Global Benefits Georgia ქართულ ბაზარზე მომსახურების უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებს და ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ფართო არჩევანს. თითოეული პროდუქტისთვის დამახასიათებელია სამედიცინო დაფარვების სრული სპექტრი, მაღალი სადაზღვევო ლიმიტები და გლობალური გეოგრაფიული დაფარვის არეალი. სამედიცინო მომსახურების მიღებისას მომხმარებელი სარგებლობს თავისუფალი არჩევანით ნებისმიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში და გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ელექტრონულად, სერვისცენტრში მისვლის გარეშე.

Global Benefits Georgia-ს ამ მიმართულებით სხვადასხვა სეგმენტსა და საჭიროებებზე მორგებული პოლისები აქვს, მათ შორისაა როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე მორგებული საერთაშორისო დაზღვევის პროდუქტები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და დიპლომატიური კორპუსისთვის შექმნილი გლობალური დაზღვევა სრული სამედიცინო დაფარვით, რომლის სადაზღვევი ლიმიტი 3 მილიონ ევრომდე ადის.

ჩამონათვალში ასევე არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც ფარავს 7 მძიმე ნოზოლოგიას/მდგომარეობას, რომელთა შორისაა სიმსივნე, ინსულტი და გულის შეტევა. ეს პროდუქტი თავისი შინაარსით არ გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევა და გულისხმობს ასეთი დიაგნოზის დასმისას ფულადი კომპენსაციის გაცემას, რომელიც არ გახლავთ მიზნობრივი სამკურნალო ხარჯი. კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ხელმისაწვდომი პროდუქტია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელისთვის.

საგულისხმოა, რომ Global Benefits Georgia-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა. ყველა ტიპის სადაზღვევო პოლისის შეძენისას დაზღვეულს ემსახურება პირადი მომსახურების მენეჯერი, რომელიც დახმარებას უწევს სადაზღვევო შემთხვევის მართვისას, ასევე ეხმარება დაზღვეულებს სამედიცინო ხარჯების დროულად ანაზღაურებაში.

ყველა ამ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ საიტზე benefits.ge.