ემა უოტსონი ოსკარის შემდეგ გამართულ Vanity Fair-ის წვეულებაზე Time's up-ის ტატუთი წარსდგა.

ემა უოტსონი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ქალეთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ წამოწყებულ კამპანიას, Time's up (დრო ამოიწურა), მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, ჰარი პოტერის ვარსკვლავი ერთ-ერთი პირველია, ვინც იმ ფონდს, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლებს ეხმარება, 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა.