როგორც იქნა, Netflix-მა სერიალ House of Cards-ის ფინალური სეზონის პირველი პრომო გვაღირსა და როგორც დაანონსებული იყო, ფინალური სეზონი მხოლოდ კლერ ანდერვუდის შესახებ იქნება.

როგორც Netflix-ში ამბობენ ახალი სეზონში მხოლოდ 8 ეპიზოდი იქნება.

ახალ სეზონში მსახიობთა გუნდს შეუერთდნენ მსახიობები - დაიან ლეინი და გრეგ კინერი. თუმცა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუ ვის როლს შეასრულებენ ისინი მეექვსე სეზონში.

მას შემდეგ რაც კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, House of Cards-ში სპეისის პერსონაჟის ჩანაცვლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ ფრენკ ანდერვუდი სერიალიდან გაქრა და მთელი სერიალი ახლა რობინ რაითზე გადაეწყო, შესაბამისას შოუს მთავარ პერსონაჟადაც კლერ ანდერვუდი მოგვევლინება.

სერიალის პრემიერა 2018 წლის ნოემბერში შედგება.