სულ ცოტა ხნის წინ ოსკარის რიგით 90-ე ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოავლინეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ფრენსის მაკდორმანდმა გაიმარჯვა.

დოლბის სცენაზე ასულმა ფრენსისმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას ყველა ნომინირებულ ქალს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და ამით მოუწოდა მხარი დაეჭირათ ქალებისთვის მსოფლიოს გარშემო.

"დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ ყველა კატეგორიაში ნომინირებული ქალი ჩემთან ერთად იდგება აქ, მერილ თუ შენ ამას იზამ, ყველა იზამ. მოგიწოდებთ ქალ მსახიობებს, ქალ რეჟისორებს, პროდიუსერებს, სცენარის ავტორებს, კომპოზიტორებს, სიმღერის ავტორებს, დიზაინერებს, ყველას, მოდით, ერთად ვიზეიმოთ, გავერთიანდეთ ამ დიდებულ ღამეს", - ამბობდა ფრენსისი.

მას შემდეგ რაც ქალი მსახიობები მის მოწოდებას აყვნენ და ფეხზე წამოდგნენ, ფრენსისმა სიტყვის წარმოთქმა გააგრძელა:

"ქალბატონებო და ბატონებო, შეხედეთ, აქ მყოფთაგან ყველას გაგვაჩნია ჩვენი ამბები და პროექტები, რომლებსაც დაფინანსება სჭირდება. მიგვიწვიეთ თქვენს ოფისებში ან მობრძანდით ჩვენთან და ჩვენ ყველაფერს მოგიყვებით", - თქვა ორი ოსკარის მფლობელმა ფრენსის მაკდორმანდმა.