ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად გამოირჩეოდა ამაღელვებელი სიტყვებით. მათ შორის იყო ეშლი ჯადის, სელმა ჰაიეკისა და ანაბელა შიორას სიტყვაც.

საუკეთესო მონტაჟის ნომინაციის წარდგენის დროს, ჰარვი ვაინშტაინის მიერ სექსუალურად შევიწროებულმა სამმა ქალმა თანასწორობისა და დუმილის დარღვევის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

"წელს სიმართლე ბევრმა თქვა და ცვლილებები, რომელიც დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელ გზას გადის, რომელიც ნელია, მაგრამ ეს ახალი გზაა, რომელიც გაჩნდა და რომელიც უფრო დიდი ცვლილებებისკერ მიდის", - თქვა ანაბელა შიორამ.

ეშლი ჯადმა ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის აუცილებლობას და დარბაზსა თუ ტელეეკრანთან მსხდომთ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მოძალადეების დრო ამოიწურა:

"ჩვენი ხმები გაერთიანდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ეთქვა Time's Up (დრო ამოიწურა). ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 90 წელი თანასწორობის, მრავალფეროვნებისზ შეუზღუდავი შესაძლებლობებს იქნება", - თქვა დოლბის თეატრის სცენიდან ეშლი ჯადმა.