გვინდა, რომ მოგიყვეთ ძლიერი ქალებისგან შემდგარ შვიდ გუნდზე, რომლებიც ყველანაირ სექსისტურ სტერეოტიპს ამსხვრევენ.

1. შავი მამბები

შავი მამბები ემზადებიან ღამისთვის

ფოტო: Getty Images

ქალების ამ ჯგუფს შხამიანი გველის, შავი მამბის სახელი ჰქვია. ისინი პარკის რეინჯერები არიან, რომლებიც ველურ ბუნებას სამხრეთ აფრიკაში იცავენ. მათ ადევნებასა და ბრძოლაში წვრთნიან. ამ გუნდის არსებობამ ბრაკონიერობა 75%-ით შეამცირა, ხოლო მარტორქებზე ნადირობა თითქმის სრულად აღკვეთა. მათ ისე ექცევიან, როგორც ადგილობრივ გმირებს და თავიანთი საქმიანობისთვის უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული, მათ შორის გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამის ჯილდოც.

გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვაში მათი წვლილი ძალიან დიდია. მამბები კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს ე.წ. კაცურ სფეროებში. ისინი კვლავ განაგრძობენ მსოფლიოს მასშტაბით არსებული გარემოს დამცველების შთაგონებას.

2. ღამის ალქაჯები

პოლიკარპოვი - ღამის ჯადოქრების მიერ გამოყენებული ბიპლანის ანალოგი, რომელიც გერმანიის მუზეუმში ინახება.

ფოტო: Wikicommons

ჩვენი სიის ალბათ ყველაზე საშიში გუნდი. ღამის ალქაჯები მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა საჰაერო ძალების 588-ე დამბომბველი ლეგიონი იყო.

ისინი დაბომბვის მისიებს ღამით ასრულებდნენ, თანაც მოძველებული თვითმფრინავებით, რომლებიც მხოლოდ წვრთნებისთვის თუ გამოდგებოდა. ქალები პარაშუტების გარეშე დაფრინავდნენ, რადგან მათი მისიები ძირითადად დაბალ სიმაღლეებზე ხორციელდებოდა. თვითმფრინავებს დიდი წონის აწევა არ შეეძლოთ, ამიტომ პილოტებს ღამეში რამდენჯერმე უწევდათ ბაზაში დაბრუნება.

თავდასხმის დროს ქალები თავიანთი თვითმფრინავის ძრავებს თიშავდნენ და ჰაერში ჩუმად მისრიალებდნენ თავიანთი სამიზნეებისკენ. გერმანელები მოსრიალე თვითმფრინავებისა და მათ მიერ ჩამოგდებული ბომბების ხმას სწორედ ცოცხზე შემომჯდარი ალქაჯის ხმას ადარებდნენ. როდესაც საბჭოთა კავშირში გაიგეს, რომ მათ Nachthexen-ს (ღამის ალქაჯები გერმანულად) უწოდებდნენ, პილოტებმა თვითონვე შეირქვეს ეს სახელი.

თითოეულმა პილოტმა 800 მისიაზე მეტი იფრინა, თითოეულმა დანაყოფმა კი - 24 000-ზე მეტი.

3. ნასას დამალული ფიგურები

კეტრინ ჯონსონი ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს იღებს

ფოტო: Getty Images

როგორც ცნობილ ფილმშია ნაჩვენები, ნასამ კოსმოსური გამოთვლებისთვის ქალები დაიქირავა. ისინი უმეტესად აფროამერიკელები იყვნენ და კანის ფერის მიხედვით დაყოფილ ოფისებში მუშაობდნენ.

ერთ-ერთმა ქალმა, კეტრინ ჯონსონმა, დამოუკიდებლად გამოთვალა ტრაექტორიები, გაშვების ფანჯრები და სარეზერვო მარშრუტები მერკურის რამდენიმე მისიისთვის; ასევე ტრაექტორია აპოლო 11-ისთვის და დასაბრუნებელი გეზი აპოლო 13-ისთვის. მის მიერ შესრულებულმა გამოთვლებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ნასას მიერ კოსმოსური რბოლის მოგებაში, რისთვისაც ის 2015 წელს თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვეს.

რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ: მერი ჯექსონი და დოროთი ვოგანი. მარგო ლი შეტერლი, წიგნ "დამალული ფიგურების" ავტორი, ამბობს, რომ არსებობდა „გუნდები და ამ გუნდებს სხვა გუნდები ჰყავდა“. მან თქვა, რომ ძალიან კარგად ესმის, რომ ფილმი 300 პერსონაჟს ვერ დაიტევდა.

ამ ქალების შრომის გარეშე, ნასას კოსმოსური მისიები წარმატებული ვერ იქნებოდა.

4. ქალების მარში ვერსალში

მარში (მხატვრის წარმოსახვა)

ფოტო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

1789 წლის 5 ოქტომბერს, ბასტილიის დაცემიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შუბებით თვითშეიარაღებულმა 7000-მა პარიზელმა ქალმა ვერსალის სასახლისკენ მარში მოაწყო. მათ საჭმელი და სამეფო სასამართლოს პარიზში გადატანა მოითხოვეს. ამბავი სწრაფად გავრცელდა და მათ ათასობით "ეროვნული დარაჯი" შეუერთდა.

ქალებს ჯარისკაცები დახვდნენ და მარშის მონაწილეებიდან მხოლოდ რამდენიმეს მისცეს უფლება, მეფეს შეხვედროდნენ. მეფე მათ საკვებს დაპირდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. როდესაც ერთადერთი დაუცველი კარიბჭე შენიშნეს, ქალები სასახლეში შეიჭრნენ და მოწინააღმდეგეები შუბზე წამოაგეს.

სწორედ ამ მოვლენებით დაიწყო ფრანგი არისტოკრატების ხელში მოქცეული ძალაუფლების ხალხისათვის გადაცემა.

5. ენიგმას კოდის გამშიფვრელები

ფოტო: Getty Images

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ენიგმას კოდის გაშიფვრას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ის ოპერაციები, რომელთა წყალობითაც კოდის გაშიფვრა მოხდა, ცნობილ ფილმში, The Imitation Game-შია ნაჩვენები. თუმცა, ფილმი იმ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, რომ კოდის გატეხვაში მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ.

კოდის გაშიფვრაში უმთავრესი როლი ალან ტურინგს მიუძღვის და პოპულარულობაც მან მოიპოვა, თუმცა, პროექტზე მომუშავე 10 000 ადამიანიდან, 3/4-ს ქალები შეადგენდენ. ისინი უნიკალური უნარ-ჩვევებისა და ინგლისური და იტალიური ენების ფლობის გამო შეარჩიეს.

6. ქალების პოლიტიკური და სოციალური გაერთიანება

მებრძოლების, რომლებიც ემელინ პანქურსტის (ცენტრში) გამოშვებას ზეიმობენ.

ფოტო: Getty Images

გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქის განმავლობაში, ქალები ხმის მიცემის უფლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იბრძოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ინგლისური ჯგუფის ხელმძღვანელი ემელინ პანქურსტი იყო.

ჯგუფი პარლამენტს დაუღალავად მოუწოდებდა, ხმის მიცემის უფლების აქტი დაემტკიცებინა. პარლამენტმა სათანადოდ ვერ უპასუხა მოთხოვნას, რამდენიმე დემონსტრატი დააკავეს, პრემიერ-მინისტრმა ჰენრი კემპბელ-ბანერმენმა კი დამცინავი კომენტარებით უპასუხა პროტესტს. - ამ ყველაფერმა ჯგუფს უბიძგა, უფრო რადიკალური ზომებისთვის მიემართა, როგორებიც იყო: შიმშილობა, ხანძრების გაჩენა და ყველასთვის ცნობილი მცდელობა, რომ მეფის ცხენის კუდზე ბანერი გამოებათ.

დიდი ალბათობით, ამ რადიკალური ქმედებების გარეშე, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება კიდევ დიდი ხნით გადაიდებოდა.

7. ლისისტრატა

სიის ბოლო გუნდი გამოგონილია, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, რადგან სამყაროს ასეთი ქალები ძალიან სჭირდება.

ძველბერძნულ პიესაში, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი ჰქვია, ათენისა და სხვა მთავარი ბერძნული ქალაქების ქალი მოქალაქეები ხვდებიან, რომ პელოპონესის ომი გამანადგურებელია. პოლიტიკური ძალაუფლების არქონის გამო, ქმრები არასერიოზულად უყურებენ მათ განცხადებებს, რის შედეგადაც ქალები უარს ამბობენ სექსზე მშვიდობის დასადგურებამდე. მართალია, პიესა ვულგარულია, თუმცა სწორი მიგნებებით სავსეა.

სექსზე ბოიკოტი წარმატებულად გამოიყენებოდა რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელადაც. ყველაზე ცნობილი კი კოლუმბიისა და კენიის მაგალითია. პიესის ძირითადი კონცეფცია და თემა უამრავჯერ ითხოვეს მომავალმა თაობებმა შემდგომი 2500 წლის განმავლობაში. როგორც აღმოჩნდა, ეს სასაცილო მეთოდი თითქმის ყველა დროსა და ადგილას წარმატებით მუშაობს.