დღეს ამერიკის კინოაკადემია ოსკარის ცერემონიას 90-ედ ჩაატარებს. წლიდან-წლამდე ამ მოვლენისადმი ყოველთვის ყველაზე დიდი ყურადღებაა მიმართული, ტარდება უამრავი გამოკითხვა, გამოცემები საკუთარ გამარჯებულებს ასახელებენ და ა.შ.

კომპანია Hootsuite-მ გადაწყვიტა ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან ყველაზე პოზიტიური გამოხმაურებები დაეჯამებინა, მათ შორის Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე გამოთქმული მოსაზრებები და შეადგინა სია, სადაც ნაჩვენებია თუ ვის რა დოზით განიხილავდნენ ინტერნეტ-მომხმარებლების პოზიტიურად.

მოდით ვნახოთ ვინ მოიგებდა ოსკარს, თუ მას ინტერნეტ-მომხმარებლები დაარიგებდნენ.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • გარი ოლდმანი, Darkest Hour - 53%
  • ტიმოთი შალამე, Call Me by Your Name - 38.31%
  • დენზელ ვოშინგტონი, Roman J. Israel, Esq. - 39.82%
  • დენიელ კალუია, Get Out - 41%
  • დენიელ დეი-ლუისი, Phantom Thread - 38.88 %

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • ფრენსის მაკდორმანდი, Three Billboards outside Ebbing, Missouri - 48%
  • სირშა რონანი, Lady Bird - 33.31%
  • სალი ჰოუკინსი, The Shape of Water - 42.65%
  • მარგო რობი, I, Tonya - 26.49%
  • მერილ სტრიპი, The Post - 21.53%

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი

  • სემ როკველი, Three Billboards outside Ebbing, Missouri - 53.6%
  • უილიამ დეფო, The Florida Project - 13.88%
  • ვუდი ჰარელსონი, Three Billboards outside Ebbing, Missouri - 20.71%
  • რიჩარდ ჯენკინსი, The Shape of Water - 35.2%
  • კრისტოფერ პლამერი, All the Money in the World - 63.39%

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

  • ელისონ ჯენი, I, Tonya - 50%
  • ლორი მეტკლაფი, Lady Bird - 44.88%
  • ლესლი მენვილი, Phantom Thread - 46.85%
  • მერი ჯეი ბლიჯი, Mudbound - 36.18%
  • ოქტავია სპენსერი, The Shape of Water - 24.15

საუკეთესო ფილმი

  • Call Me by Your Name - 46.62%
  • Darkest Hour - 35.81%
  • Dunkirk - 51.39%
  • Get Out - 34.22%
  • Lady Bird - 39.87%
  • Phantom Thread - 36.89%
  • The Post - 15.2
  • The Shape of Water - 31.2%
  • Three Billboards Outside Ebbing, Missouri - 31.04%

სოციალური ქსელები, რა თქმა უნდა, კარგი საშუალებაა გაიგო რას ფიქრობს ხალხი, თუმცა ოფიციალური გამარჯვებულები 4 მარტს გახდება ცნობილი. საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა ხალხის და ამერიკის კინოაკადემიის გემოვნება ერთმანეთს.