EW-ის მილიონიან გამოკითხვაში ოსკარის მფლობელი საუკეთესო ფილმი გამოავლინეს
EW-იმ ოსკარამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტა გამოევლინა საუკეთესო ფილმი.
ამისთვის კი გამოკითხვა ჩატარა, ერთმანეთს ის ფილმები ეჯიბრებოდნენ, რომლებმაც ოსკარი საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში მიიღეს.
თითქმის ექვს თვიან გამოკითხვის ფინალში ერთმანეთს "შინდლერის სია" და "ქარწაღებულნი" შეერკინნენ.
საბოლოოდ გამოკითხვაში, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, გამარჯვებული მარგარეტ მიტჩელის წიგნის ეკრანიზაცი - "ქარწაღებულნი" გახდა.
აღსანიშნავია, რომ მიტჩელის ამ წიგნს დღემდე სწავლობენ ლიტერატურის მცოდნეები, როგორც ძალიან მსუყე წყაროს მაშინდელი ამერიკული სამხრეთის ღრმად გასაცნობად. ამერიკული სამხრეთი კი უმნიშვნელოვანესი რეგიონია - ესაა ადგილი, სადაც დაიწყო აფროამერიკელთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, სადაც ძალიან მწვავედ იდგა მონობის საკითხი და სადაც საბოლოოდ პროცესები დასრულდა მარტინ ლუთერ კინგის საეტაპო გამოსვლით - "I Have a Dream!"
რომანში, ისევე როგორც მის ეკრანიზაციაში მოვლენები მე-19 საუკუნეში, ამერიკაში, ჯორჯიის შტატში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ძირითადად იმდროინდელი მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან. კარგად არის ნაჩვენები მათი ყოველდღიური ცხოვრება, მასშტაბური წვეულებები, აზარტული თამაშები და უდარდელობა. უეცრად არისტოკრატებს საყრდენი ეცლებათ და ბედის ანაბარა რჩებიან. ცრუ წარმოდგენა, რომ მდიდრებისთვის ომი საშიში სულაც არაა, თვალის დახამხამებაში ინგრევა. ფილმის მთავარი პერსონაჟი სკარლეტ ო’ჰარა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცვლის გარემოებები ადამიანს და რისი გაკეთება შეუძლია ძლიერ ქალს, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება.
რამდენიმე თვის წინ, EW-იმ ასევე საუკეთესო მსახიობი ქალი გამოავლინა.
გამოკითხვაში, 64 ლეგენდარული მსახიობი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს კი მერილ სტრიპი და ვივიენ ლი "შეერკინნენ".
გამოკითხვაში მონაწილეებს უნდა აერჩიათ, რომელი როლი და მსახიობი იყო ყველაზე ძლიერი.
ვივიენ ლის სკარლეტ ოჰარა "ქარწაღებულნიდან" თუ მერილ სტრიპის სოფი "სოფის არჩევანიდან".
საბოლოოდ გამოკითხვაში, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, გამარჯვებული ვივიენ ლი და მისი პერსონაჟი, სკარლეტ ოჰარა გახდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით მერილმა 45 პროცენტი მიიღო, ვივიენმა კი - 55.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები