ამერიკის კინოაკადემია ოსკარს დღეს 90-ედ უმასპინძლებს. შოუ ABC-ის ეთერში 8 საათის განმავლობაში გრძელდება და არხმა მთელი სარეკლამო დრო გაყიდა, თანაც საკმაოდ სოლიდურ თანხად. დღეს, ოსკარის მსვლელობის დროს 30-წამიანი რეკლამის განთავსება არც მეტი, არც ნაკლები - $2.8 მილიონი ეღირება.

"ოსკარი ამერიკული ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუა. რეკლამის განთავსებაზე ათასობით შემოთავაზება თითქმის ერთი წლით ადრე მოდის. წელს ჩვენ საიუბილეო, 90-ე ოსკარს აღვნიშნავთ, შესაბამისაც შოუ ბევრად გრანდიოზული და საინტერესოა", - ამბობს ABC-ის მარკეტინგიდ დირექტორი რიტა ფერერო.

წლევანდელ ოსკარზე რეკლამები განათავსეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა - Cadillac, Google, Rolex, Samsung, Walmart, Disney Parks, Ferrero, General Electric, Johnson & Johnson, McDonald’s, Microsoft, Netflix, Nike, Twitter, Walt Disney Pictures და Walt Disney World.

ABC-ის ოსკარის გაშვების ლიცენზია 2028 წლამდე აქვს შეძენილი.