დღეს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის რიგით 90-ე ცერემონია გაიმართება.

შოუ საერთო ჯამში რვა საათის განმავლობაში გაგრძელდება. ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ღამის სამის ნახევრიდან გამოჩნდებიან, უშუალოდ დაჯილდოეა კი, თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ წელს არც ერთი ქართული არხი არ აპირებს ოსკარის ჩვენებას, რაც თავისთავად ძალიან სამწუხარო ამბავია.

აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი On.ge-ს ფეისბუქ გვერდსა და საიტს, სადაც უმოკლეს დროში დაიდება ფოტომასალა წითელი ხალიჩიდან, ყველაზე ადრე გაიგებთ გამარჯვებულების ვინაობას და საინტერესო ფაქტებს შოუს მსვლელობის დროს.

რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, პირველ რიგში თავად ოსკარის ფეისბუკ გვერდზე შეგიძლიათ მისი ნახვა. იმ შემთხვევაში, თუ ლაივ სტრიმმა გაჭედა, გთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიებს.

წითელი ხალიჩა:

რაც შეეხება უშუალოდ შოუს, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პირდაპირი ეთერი დაიწყება - YouTube-ზე, Sling TV-ზე, VK-სა და ასე Facebook-ზე.

ასე, რომ მოემზადეთ, დღეს ღამის ორი საათიდან ჩაუჯექით ოსკარის ღამეს ჩვენთან ერთად.