მშვიდობა ომზე მეტია - ოკუპაციის წინააღდეგ მიმართული და გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია 13 ქალაქში ჩატარდება.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, 12 ქალაქში სხვადასხვა თეატრალური დასის წარმომადგენლები თეატრის შენობის წინ შეიკრიბებიან. აქცია გაიმართება:

  1. ბათუმში;
  2. ოზურგეთში;
  3. ფოთში;
  4. სენაკში;
  5. ზუგდიდში;
  6. ქუთაისში;
  7. ზესტაფონში;
  8. ჭიათურაში;
  9. გორში;
  10. ახალციხეში;
  11. თელავში;
  12. ხულოში.

თბილისში აქცია დღეს, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

აქციას შეუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია რომლებიც სოლიდარობის ნიშნად დაიხურება. აქციას სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, კავკასიის უნივერსიტეტმა, GIPA-მ და ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ.

აქციას ორგანიზებას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი უწევს. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან.