ნატალი პორტმანისა და მილი ბობი ბრაუნის მსგავსებას უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურად განიხილავს უცხოური მედია.

ამას დაემატა ისიც, რომ Saturday Night Live-ში ნატალი პორტმანმა Stranger Things-ის ილევენი განასახიერა.

რამდენიმე კვირის წინ კი მილი ბობი ბრაუნთან მსგავსებაზე პირველ კომენტარიც გააკეთა.

"მილის რამდენიმე თვის წინ "ოქროს გლობუსზე" შევხვდი. მომიახლოვდა და მითხრა: იცი, ყველა მეუბნება, რომ ძალიან გგავარ. ვუპასუხე: ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მაინც მგონია, რომ შენებურად მომხიბვლელი ხარ-მეთქი. რა თქმა უნდა, გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ მილი ჩემზე ბევრად ჯადოსნურია. მართლა არაჩვეულებრივი გოგოა", - ამბობდა ნატალი პორტმანი.

რამდენიმე საათის წინ კი მედიაში პორტმანის ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ეს ორი მსახიობი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ახალ ფილმში, Vox Lux, ნატალი პორტმანი რუნი მარას ნაცვლად თამაშობს. ფილმის რეჟისორი ბრედ კორბეტია, პარტნიორობას კი ჯუდ ლოუ გაუწევს.

ფილმის სიუჟეტი პოპ ვარსკვლავის, სელესტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 1999 წელს იწყება და მის 15 წლიან კარიარაზე ყვება.

ფილმისთვის სიმღერებს მომღერალი Sia შეასრულებს.