ოქროს გლობუსზე მიღწეული წარმატების შემდეგ, სადაც ფილმმა The Shape of Water ორი ოქროს გლობუსი მიიღო, გილერმო დელ ტოროს კინოსურათი ტემპს არ აგდებს და მორიგ წარმატებას აღნიშნავს, 2018 წლის ოსკარზე ის 13 ნომინაციით იქნება წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ ოქტავია სპენსერმა, სალი ჰოუკინსმა და რიჩარდ ჯენკინსმა საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობის ნომინაციები მიიღეს, წყლის ფორმა კი წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს, თავად რეჟისორი გილერმო დელ ტორო საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად კრისტოფერ ნოლანსა და გრეტა გერვიგს გაუწევს კონკურენციას.

The Shape of Water ასევე ნომინირებულია საუკეთესო ორიგინალური სცენარის, საუკეთესო მუსიკის, მხატვრობის, კოსტიუმების, ოპერატორული ნამუშევრის, მონტაჟის და სხვა კატეგორიებში.

რამდენიმე კვირის წინ სექს შოფებში ფილმის მიხედვით შექმნილი დილდოები უკვე გამოჩნდა. ამიერიდან კი ფილმის პერსონაჟის სათამაშოების ყიდვაც შეგეძლებათ.