პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 27 ნოემბერს დაინიშნენ. სამეფო ქორწილი კი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.

წყვილის გადაწყვეტილებით, მათი ქორწილი საზოგადოებისთვის ღია იქნება და ცერემონიას 2,600 იღბლიანი ადამიანი დაესწრება.

ადამიანები, რომლებიც მოსაწვევებს მიიღებენ, შეეძლებათ 19 მაისს წმინდა ჯორჯის საკათედრო ტაძარში ჯვრისწერას დაესწრონ.

"პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სურთ მათ ქორწილს საზოგადოების წევრებიც დაესწრნონ, რათა მათთან ერთად იზეიმონ ეს შესანიშნავი დღე", - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა პრინციპით მოხდება მოსაწვევების დარიგება, თუმცა ცნობილია რომ მათი დარიგებისას მნიშვნელობა არ ექნება ასაკსა, შესაბამისად ქორწილში მოხვედრა სკოლის მოსწავლეებსაც შეეძლებათ.