ლეგენდარული სცენარისტი შონდა რაიმსი ტრადიციას არ ღალატობს და თავისი სერიალის მაყურებლებს გამუდმებით ანებივრებს.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამჯერად ფენომენალურმა შონდამ Scandal-ისა და How to Get Away With Murder-ის ორი მთავარი პერსონაჟი ოლივია პოული (კერი ვაშინგტონი) და ანალაიზ კიტინგი (ვაიოლა დევისი) ერთმანეთს შეახვედრა. რაც იმას ნიშნავს, რომ ABC-ის ორი რეიტინგული სერიალი ერთ ეპიზოდში გადაიკვეთა.

სერიას, რომელშიც ეს ორი სერია გადაიკვეთა, How to Get Away With Murder-ის მეოთხე სეზონის ყველაზე რეიტინგული სერია აღმოჩნდა. ABC-ის პირდაპირ ეთერში ამ ეპიზოდს 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. რაც შეეხება Scandal-ს, მაყურებელთა რიცხვი ამ შემთხვევაში 5 მილიონს აჭარბებდა.