გასული წლის ოსკარზე, საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს, წარმდგენებს უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის კონვერტი შეეშალათ და წლის ფილმად La La Land დაასახელეს, მაშინ როდესაც, სინამდვილეში ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

როგორც აღმოჩნდა, შარშანდელი იარები Moonlight-ის პროდიუსერებს ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებიათ და წლევანდელ ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებენ.

ოსკარის ორგანიზატორებმა მოსაწვევები ფილმის მთელ გუნდს გაუგზავნეს, თუმცა როგორც ცნობილია ადელ რომანსკი, დედე გარდნერმა და ჯერემი კლეინერმა დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას არ აპირებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ბარი ჯენკინსიც შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ოსკარზე შარშანდელი შეცდომის მიუხედავად, საუკეთესო ფილმის ნომინაციას კვლავ უორენ ბიტი და ფეი დანაუეი წარადგენენ.