The Playlist-ისა და The Wrap-ის შემდეგ, "ჩემი ბედნიერი ოჯახი" IndiWire-ის 2017 წლის იმ 50 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა, რომელიც ნეტფლიქსზე გავიდა.

ნანასა ექვთიმიშვილისა და სიმონის გროსის გარდა წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანჯელინა ჯოლი First They Killed My Father, კრისტიან მუნჯიუს Graduation, ნოა ბაუმბაჰის The Meyerowitz Stories და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ "ჩემი ბედნიერი ოჯახის" დისტრიბუციის უფლება გასულ წელს ნეტფლიქსმა იყიდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ როჯერ ებერტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სახელოვანი კრიტიკოსი, ისტორიკოსი, სცენარისტი და მწერალია, რომელიც საკუთარ ნაშრომებს Chicago Sun-Times-ში აქვეყნებდა და იყო პირველი კინოკრიტიკოსი რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს.

მიუხედავად იმისა, რომ ებერტი 2013 წელს გარდაიცვალა, მისმა საიტმა მუშაობა აქტიურად განაგრძო და იქ ეტაპობრივად ქვეყნდება რეცენზიები სხვადასხვა ფილმებზე, რომლებსაც ხარისხის მიხედვით ვარსკვლავებსაც ანიჭებენ.

ნანასა და სიმონის ფილმმა ებერტის საიტზე უმაღლესი 4 ვარსკვლავი დაიმსახურა. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრეი ზვიგინცევის ფილმმა Loveless აღნიშნულ საიტზე მხოლოდ 3.5 ვარსკვლავი დაიმსახურა, ვუდი ალენის Wonder Wheel-მა 1.5, გილერმო დელ ტოროს The Shape of Water-მა 2.5, საქვეყნოდ აღიარებულმა Lady Bird-მა 3.5, კანის კინოფესტივალის წლევანდელმა ოქროს პალმის რტოს მფლობელმა The Square-მ კი მხოლოდ 1.5 და ა.შ.

გაიგეთ მეტი: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი