იკანოს სარეკლამო რგოლში, ეს არ არის რეკლამა, ჯგუფი Nirvana-ს ერთ-ერთი ჰიტი Smells Like Teen Spirit-ის ქართული ხალხური სიმღერის სტილში დაქავერებული ვარიანტი მოისმინა მომხმარებელმა.

რეკლამის მნახველები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ამ ქავერის სრული ვერსიის დადებას. დღეს იკანომ მომხმარებლის თხოვნა შეასრულა და კომპანიის Youtube-ის არხზე სიმღერის მთლიანი ვერსია გამოაქვეყნა.

ქავერის არანჟირება თორნიკე ქარჩხაძეს, თორნიკე ჯაფიაშვილსა და გიორგი სიბაშვილს ეკუთვნის, ხოლო ვოკალი გიორგი ამბარდნიშვილის, დათო მეტრეველის, ირაკლი კოდალაშვილისა და მიშო ელიავასია.