ჯეოსელიც, მაგთის მსგავსად, სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს 5 ლარად 15 GB-ს ნაცვლად 5 GB-ს მიყიდის. გაძვირებული ტარიფებით აბონენტები პირველი მარტიდან სარგებლობენ. სწორედ ამ დროიდან გახდა მაგთი ჯეოსელთან და ბილაინთან ერთად სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებული.

ამ ეტაპზე უცნობია რა ტარიფებს სთავაზობენ ინტერნეტზე ბილაინი საჯარო მოხელეებს.

იმავე მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერი 31 იანვარს გამოცხადდა, თუმცა მასში მხოლოდ ბილაინი მონაწილეობდა. სწორედ ამ მიზეზით, შესყიდვების სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ბილაინის გამარჯვებით შესაძლო იყო "სერიოზული" რისკები გაჩენილიყო. სახელმწიფო სატენდერო კომისიის განმარტებით, უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია, სხვა, ალტერნატიული კომპანიაც არსებობდეს.