ტეხასის კოლეჯის სტუდენტი გოგოები დიდი ხანი ოცნებობდნენ ჰასკის ლეკვზე და როცა მისი საცხოვრებელში მიყვანის საშუალება გაუჩნდათ, უკან არ დაიხიეს.

ოთხი ჯგუფელი გოგო, სან-ანტონიოში ერთად ცხოვრობს. როდესაც ერთ-ერთმა, სახელად ელისონმა, გაიგო, რომ მისი მეგობარი, კრისტიანი, ჰასკის 9 ლეკვს ყიდდა, ჰკითხა, რა დაუჯდებოდა ერთ-ერთი მათგანი.

პასუხად კი ტიპური ბიჭის მესიჯი მიიღო: "ნუდები გამომიგზავნე".

თქვენ ფიქრობთ, ელისონს ეს პასუხი შეაჩერებდა? ნურას უკაცრავად! გოგოებიდან ერთ-ერთს, მარიას, მეგობარი შიშველ სურათებს უგზავნიდა და გოგოებმაც დასახმარებლად სწორედ მას მიმართეს.

მეგობარი, რომლის ვინაობაც გოგოებმა არ გაამჟღავნეს, შემოთავაზებას დათანხმდა, იმ შემთხვევაში, თუ მის "საუკეთესო ფოტოს" აარჩევდნენ.

კრისტიანმა რა თქმა უნდა სიტყვა არ გატეხა და გოგოებმა პატარა ჰასკი სახლში მიიყვანეს.