BBC-ს ცნობით, აზერბაიჯანში, ბაქოში, ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

ფოტოებში, რომელიც ადგილობრივი მედიის საშუალებით ვრცელდება, ჩანს რომ ერთსართულიან შენობას მთლიანად წაეკიდა ცეცხლი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ადგილობრივი დროით, დილის 8:18 საათზე გაჩნდა.

ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი უცნობია. ადგილზე მივიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.