კომპანია Jaguar-მა ელექტრომობილების გამოშვება დაიწყო და ახალი I-Pace წარადგინა, რომელიც ცოტათი ტესლას მოგაგონებთ.

მანქანას დამუხტვის შემდეგ 480-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია. I-Pace 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 5 წამზე ნაკლებს ანდომებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 200 კილომეტრია.

ფოტო: Jaguar

სალონში არსებული ინტერაქტიული ეკრანებით შესაძლებელია ტემპერატურის შეცვლა, სავარძლის პოზიციის კონტროლი და მულტიმედიური კონტენტის მართვა.

წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა SUV ფართო ბაზარზე 2018 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება.