გაეზრდება თუ არა ბორჯომის მერს ხელფასი - რამდენიმედღიანი კონფლიქტი ბორჯომის საკრებულოში გრძელდება
გაეზრდება თუ არა ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას ხელფასი ჯერ ისევ უცნობია. მერი ამბობს, რომ თანახმაა გაზრდილ ხელფასზე უარი თქვას, თუ საკრებულო სხვა თანამშრომლების საშტატო ნუსხას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ლიპარტია On.ge-ს ესაუბრა.
მისი თქმით, ბორჯომის საკრებულომ მისი და მერიის სხვა თანამშრომლების ხელფასების გაზრდას მხარი დაუჭირა, თუმცა დოკუმენტს ხელს ამ დრომდე არ აწერენ. ის ამბობს, რომ ამ მიზეზით, მზადაა საკრებულოს ახალი დოკუმენტი გადაუგზავნოს, სადაც მისი ხელფასი აღარ გაიზრდება.
ამავდროულად, ის On.ge-ს იგივე ფაქტზე განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ხელფასის გაზრდაზე უარი მალევე, მას შემდეგ თქვა, რაც ბორჯომის საკრებულომ მის მიერ გაგზავნილი საშტატო ერთეულების სახელფასო ანაზღაურება არ დაამტკიცა.
"შევამცირე ჩემი ხელფასი იმის გამო, რომ სხვა თანამშრომელი არ მინდოდა დაზარალებულიყო", - განმარტა მან.
კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე თვეში ხელფასის გაზრდა - ოთხი თვის არჩეული მერი ასე პასუხობს:
"მაშინ სხვა კანონი იყო, მაშინდელ გამგებელს გაცილებით მეტი ჰქონდა ანაზღაურება დანამატის გათვალისწინებით. კანონის მიხედვით, 3 500 ლარი კი არა გაცილებით მეტად შეიძლებოდა გაზრდა იქედან გამომდინარე, რომ ამის საშუალებას იძლეოდა ის დანამატები, რაც გათვალისწინებული იყო", - ამბობს ბორჯომის მერი.
28 თებერვალს ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მერიის თანამშრომლები და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციური პარტიების წევრებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საშტატო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე არ დაამტკიცეს და არც ხელფასების ზრდას დაუჭირეს მხარი.
დილიდან ბორჯომის საკრებულოსთან პატრულია მობილიზებული. შენობაში არ უშვებდნენ საკრებულოს წევრებს და თანამშრომლებს.
ქართული ოცნების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის წინააღმდეგ აქციას გამართეს. აქციას ესწრებოდა ბორჯომის მერიც.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები