რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, ჩარლის ანგელოზების ახალ ვერსიას გადაიღებს.

ანგელოზების პირველი ვერსია (სერიალი) ABC-ის ეთერში 1976-1981 წლებში გადიოდა და 110 ეპიზოდის განმავლობაში ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად იქცა. მოგვიანებით, 2000 წელს სწორედ ამ შოუს მიხედვით გადაიღეს ბოქს ოფისების ერთ-ერთი ლიდერი ფილმი, სადაც ანგელოზების როლს კამერონ დიაზი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი ასრულებდნენ.

რაც შეეხება ელიზაბეტ ბენკსის მხატვრულ ფილმს, როგორც ცნობილია ის 2019 წლის ივნისში გამოვა, აგენტების როლზე კი როგორც ცნობილია რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

მათ შორის არიან კრისტენ სტიუარტი და ლუპიტა ნიონგოც.

ცოტა ხნის წინ სტიუარტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან გაუხარდებოდა ამ ფილმში მონაწილეობა.

ლუპიტასა და კრისტენ სტიუარტის მესამე პარტნიორად, როგორც ცნობილია ზოე კრავიცი გინიხილება.

ამ მსახიობების გარდა, კინოსტუდიას კიდევ ერთი სამეული ჰყავს შერჩეული, თუმცა სავარაუდოდ მათი დათანხმება ძალიან გაუჭირდებათ.

ენ ჰეთეუეი, მარგო რობი და ჯესიკა ჩესტეინი - ეს სამეული ნამდვილად შესანიშნავად მოირგებენ ჩარლის ახალი ანგელოზები როლს, თუმცა დიდი ალბათობით, Sony-ის მათთვის დიდი ჰონორარის შეთავაზება მოუწევს.