მსახიობები ხშირად დგანან არჩევანის წინაში, რომელი როლი აირჩიონ იმ პროექტებიდან, რომლებსაც აგენტები და პროდიუსერები სთავაზობენ.

სამწუხაროდ, ხშირად, მათ ბევრ როლზე უარი თქმა უწევთ, რასაც ხან ნანობე, ხანაც - არა.

გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც ჯენიფერ ლოურენსია, რომელსაც ბევრ პროექტზე მოუწია უარის თქმა, მათ შორის არის Twilight, თუმცა რამდენადაც ვიცით, ის ბელას როლზე უარის თქმას ნამდვილად არ ნანობს.

სამაგიეროდ ძალიან გულდაწყვეტილია, რომ ტიმ ბარტონის Alice in Wonderland-ში ვერ მიიღო მონაწილეობა.

"ერთადერთი რამ, რაც მკლავს არის ის, რომ ტიმ ბარტონის ფილმში, Alice in Wonderland, მონაწილეობა ვერ მივიღე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ჩემ ნაცვლად ფილმში სხვა მსახიობი თამაშობს", - ამბობს ლოურენსი.

როგორც ცნობილია, ლოურენსს ფილმში ელისის როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა საბოლოოდ ეს პერსონაჟი მია ვასიკოვსკამ შეასრულა.

"მია ბრწყინავდა ამ როლში, ის გასაოცარი მსახიობია", - ამბობს ლოურენსი.