Men in Black-ის სპინოფში, შესაძლოა, მსახიობმა კრის ჰემსვორტმა ითამაშოს.

როგორც ცნობილია, ახალ ფილმში მონაწილეობას აღარ მიიღებენ უილ სმიტი და ტომი ლი ჯონსი. სწორედ ამიტომ, მათ ნაცვლად ისტორია ახალი აგენტებზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი ასეთი კი დიდი ალბათობით სწორედ კრისის პერსონაჟი იქნება.

ოფიციალური ინფორმაციით Men in Black-ის ახალი ნაწილი 2019 წლის მაისში გამოვა.