მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისსათვის სავალდებულო დაზღვევა პირველი მარტიდან ამოქმედდა.

მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე:

  1. სავაჭრო ცენტრი;
  2. ბაზრობა;
  3. ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური;
  4. სასტუმრო.

დადგენილების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.

სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 300 000 ლარით.

ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე - ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

სასტუმროს შემთხვევაში, დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე ლიმიტი განისაზღვრება 600 000 ლარით. ამასთან, თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთ დაზარალებულზე - სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე 30 000 ლარით, ხოლო ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე - 15 000 ლარით;