ტრაგედიის შემდეგ სასტუმრო ლეოგრანდი გაზაფხულიდან ფუნქციონირებას ველმონდის სახელწოდებით გააგრძელებს

როგორც სასტუმროს ადვოკატმა, კახა წერეთელმა On.ge-ს უთხრა, სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, თუმცა ეს სასტუმროს ფუქნციონირებას ხელ არ შეუშლის.

მისივე თქმით, სასტუმროს გახსნამდე სახანძრო სისტემის უსაფრთხოებაზზე ექსპერტიზის დასკვნა ელოდებიან.

წერეთლის განმარტებით, სასტუმროს 500-ვე თანამშრომელი, რომელიც უხელფასო სვებულებაში იყო გასული, სამუშაოს დაუბრუნდება.

ხანძარი ლეოგრანდში

24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. 20-მდე ადამიანი სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შენობაში სახანძრო ნორმები და მოთხოვნები დარღვეული იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაიგეთ მეტი: