თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქალაქში ქვეითთა დამატებითი გადასასვლელები მოეწყობა.

მისი თქმით, ცნობილია 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. მერის განმარტებით, გადასასვლელებზე ლედგანათებებიც დამონტაჟდება.

"ჩვენ ქალაქში გამოყოფილი გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე შეუძლებელი ხდება, რადგან ამისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.