სანამ ბარბრა სტრეიზანდის 14 წლის ძაღლი, სამანტა გარდაიცვლებოდა, მსახიობმა მას ორჯერ გაუკეთა კლონირება. სტრეიზანდმა ეს ამბავი Variety-ს გაანდო.

ვაიოლეტი და სკარლეტი სამანტას პირის ღრუდან და მუცლიდან აღებული უჯრედებით შექმნეს ლაბორატორიაში.

"განსხვავებული ხასიათი აქვთ" - აღნიშნა ბარბრამ, - "ველოდები, როდის გაიზრდებიან და ვნახავ, ექნებათ თუ არა სამანტასნაირი ყავისფერი თვალები და სერიოზული გამოხედვა"

მსახიობმა ისიც დაამატა, რომ ძაღლებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, თუ განსხვავებული ფერის ტანსაცმელი არ ჩააცვა. ისინი იდენტურები არიან.