ცეცხლი გვიჭირავს და შეიძლება ითქვას ცეცხლი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თბილისში, ბაზრობა თერგში გაჩენილ ხანძარზე სუბრისას უთხრა.

მისი თქმით, სხვა შენობებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს.

თბილისში, ბაზრობა თერგში ხანძარს 30-ზე მეტი სახანძრო მანქანაა აქრობს. ამ ეტაპზე უცნობია ბაზრის რა ნაწილშია ცეცხლი გაჩენილი. სავაჭრო ცენტრ კიდობანთან ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.