თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ კიდობანთან ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თვითმხილველმა მიაწოდა. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მისულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.