კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზის მფლობელი ქართული ფილმი "დედე" სულ მალე Air France-ის ავიახაზების მგზავრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ინფორმაცია, ფილმის რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმა ფეისბუქზე გამოქვეყნა:

"დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

"დედეს" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვალს შედგა.