საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაში ტაბულას, იმედისა და ობიექტივის ჟურნალისტები არიან. კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტმა 23 თებერვალს დაამტკიცა.

საკონკურსო კომისიის წევრები არიან:

  1. მამუკა ანდღულაძე – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი;
  2. სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო ჯეპრას დამფუძნებელი და კონსულტანტი;
  3. ერმილე მესხია - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;
  4. ბონდო მძინარაშვილი - ტელერადიოკომპანია ობიექტივის მთავარი რედაქტორი
  5. თინათინ რუხაძე – მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი;
  6. ოთარ ტატიშვილი – ექიმი, იმედის ტელეწამყვანი;
  7. სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ტაბულის მთავარი რედაქტორი;
  8. ბასა ფოცხიშვილი – რეჟისორი, სტუდია 123–ის დამფუძნებელი;
  9. დავით ცხადაძე - კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე.