ფოტოგრაფმა სტეფან გიფტეილერმა ზაფხული იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გაატარა. იტალიური რივიერა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და მანაც რომაგნოლას მიმდებარე ტერიტორიები და იქ არსებული ძველი სასტუმროები მოიარა.

ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრილი გარემო 70-80-იანი წლების იტალიას მოგაგონებთ, თუმცა ისინი ბოლო წლებშია გადაღებული და მათში ესთეტიკა, ესკაპიზმი და ნოსტალგია ერთდროულად იგრძნობა.

მოგზაური ხელოვანის თქმით, მისთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ წარსულით გაჯერებულ გარემოს სასტუმროების და შენობების ვინტაჟური არქიტექტურა და დიზაინი კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა.

"ატმოსფერო 80-იან წლებში გამოგზაურებდა, იმ დროში, როცა სამოგზაუროდ მშობლებს დავყავდი. ადგილობრივი სასტუმროები პატარებია და ოჯახისთვის მყუდრო და იდეალური გარემოა შექმნილი", — დასძენს ის.

ადგილობრივების თქმით, ამ ადგილებში ტურისტები ყოველ ზაფხულს ჩადიან, მიზეზს კი ფოტოების ნახვის შემდეგ უკეთ გაიგებთ.

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

ფოტო: Stefan Giftthaler

სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.