ბრიტანელი პედიატრების, ხელწერის ექსპერტებისა და ორთოპედიული თერაპევტების აზრით, ბავშვებს, რომლებიც პლანშეტს ან სმარტფონს ხშირად იყენებენ, კალმით წერა უჭირთ.

საქმე ის არის, რომ სკოლის დაწყების მომენტისთვის ბავშვების დიდ ნაწილს საკმარისად არ აქვს განვითარებული ხელის კუნთები კალმის სწორად დასაჭერად.

კუნთების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ტრადიციული საქმიანობები, როგორებიცაა: ხატვა, გაფერადება და გამოჭრა, რაც მოტორული უნარებისა და კოორდინაციის განვითარებისთვის არის საჭირო.

"ბავშვებს, რომლებიც სწავლას იწყებენ, ფანქრის ხელში დაჭერა არ შეუძლიათ, რადგან ხელის მოძრაობისთვის საჭირო უნარები არ აქვთ განვითარებული" - ამბობს სალი პეინი, NHS-ის (National Handwriting Association) მთავარი პედიატრი.

2014 წელს, მასწავლებლებისა და ლექტორების ასოციაციამ მშობლები გააფრთხილა, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ბავშვს არ შეუძლია ისეთი მარტივი დავალების შესრულება, როგორიცაა კუბების ერთმანეთზე დაწყობა.

სპეციალისტების აზრით, თავისთავად ეკრანთან ზომიერად გატარებული დრო საზიანო არაა, მაგრამ ამის გამო ხატვაზე, კერვაზე, ძერწვასა თუ გაფერადებაზე უარის თქმა ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.