ესექსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაწყვიტეს, მათემატიკური პასუხი ეპოვათ საჭირბოროტო კულინარიული კითხვისათვის: როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი იდეალურად?

როგორც აღმოჩნდა, მთავარია, კარტოფილი ისე დაიჭრას, რომ შეხების ზედაპირი მაქსიმალურად დიდი იყოს.

"ჩვენ ჯერ კარტოფილების ზედაპირის ფართობი დავთვალეთ, მერე კი დავადგინეთ, დაჭრის რომელი სტილი უზრუნველყოფდა ყველაზე დიდ შეხების ზედაპირს", - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

პასუხი ასეთია: თუ კარტოფილს 30-გრადუსიანი კუთხით დაჭრით, შეხების ზედაპირი ყველაზე დიდი იქნება, შესაბამისად, კარტოფილიც უფრო მეტად დაიბრაწება.

უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტებს ცნობილი შეფმზარეულებიც დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ამავე მეთოდის გამოყენება სხვა ბოსტნეულზეც შეიძლება.