მას შემდეგ რაც Gucci-ს ჩვენებაზე მოდელები თავით, პატარა დრაკონებითა და სხვა ორიგინალური აქსესუარებით აღჭურვილები გამოვიდნენ, ყველამ ჩავთვალეთ, რომ ამაზე მეტად ვერაფერი ვეღარ გაგვაკვირვებდა.

მაგრამ, ნურას უკაცრავად!

Dolce & Gabbana-მ გადაწყვიტეს ოცდამეერთე საუკუნესთვის ფეხი აეწყოთ და 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მოდელების ნაცვლად დრონებს გაახსნევინეს.

დრონების შემდეგ კი პოდიუმი უკვე გამოცდილმა მოდელებმა დაიკავეს.