ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი აპირებს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის შეზღუდვა გააუქმოს.

შესწორება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებს ეხება. ახლა მათ უფლება აქვთ, რომ ხელისუფლებაში ორი ვადით იყვნენ.

თუ ცვლილებებს დააკმაყოფილებენ, ამჟამინდელ პრეზიდენტს, სი ძინპინს ვადის ამოწურვის შემდეგ, 2023 წლიდან ქვეყნის მართვა ისევ შეეძლება.

რამდენიმე თვის წინ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სი ძინპინის იდეოლოგიის კონსტიტუციაში ჩაწერას, რითაც, ფაქტობრივად, პარტიის დამფუძნებელ მაო ძედუნთან გაათანაბრა.