დიახ, მეგობრებო, დადასტურდა, რომ Rush Hour-ის მეოთხე ნაწილი აუცილებლად გამოვა!

პიკის საათის პირველი ნაწილი 1998 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს ჯეკი ჩანი და კრის ტაკერი ასრულებენ.

მაღალი შემოსავლისა და დიდი პოპულარობის გამო, ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს კინოსურათი გაეგრძელებინათ, სწორე ამიტომ მეორე (2001 წელი) და მესამე ნაწილიც (2007 წელი) გადაიღეს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი, როგორც ტაკერმა თქვა, მუშაობა უკვე დაწყებულია მეოთხე ნაწილზე.

"საუკეთესო ნაწილი იქნება! ჯეკი უკვე მზად არის და ერთი სული გვაქვს გადაღებები დავიწყოთ", - ამბობს კრისი.

სავარაუდოდ ფილმი ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.