საკრამენტო ტურისტების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, თუმცა გრეტა გერვიგის ოსკარის ნომინანტმა ფილმმა, Lady Bird, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეცვალა.

ტურისტულმა სააგენტოებმა ერთ-ერთი სახლი რომელიც ფილმში ჩანს ტურისტებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიყვანა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამას რეჟისორი არ გაუხარებია, რადგან სახლის მეპატრონეების მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობს.

"ვფიქრობ ისინი [სახლის მეპატრონეები] კარგად არიან, მაგრამ თავს მე ვგრძნობ ცუდად. არც მე და არც მათ არ იცოდნენ თუ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. ისინი ძალიან საყვარლები არიან, სახლი დამითმეს და ახლა იქ გამუდმებით ვიღაც დგას და ფოტოს იღებს. იმედი მაქვს ამის გამო ჩემზე არ ბრაზობენ", - ამბობს გერვიგი.

Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი ოსკარის 90-წლიან ისტორიაში მეხუთე ქალი გახდა, რომელიც კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორი ქალის ნომინაციაზე წარადგინა.