ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ იერუსალიმში მათი საელჩო მაისში გაიხსნას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ავრცელებს განცხადებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საელჩო თავდაპირველად არნონას კვარტალში იქნება განთავსებული, იქ სადაც დღეს აშშ-ს საკონსულოა. ცვლილების შემდეგ, საკონსულო ისევ იმავე ადგილზე გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც სელჩოს ნაწილი.

Reuters წერს, რომ საელჩოს გახსნა ისრაელის დაარსების 70 წლის იუბილეს უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების შესახებ 6 დეკემბერს განაცხადა და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაც დააანონსა.

ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს როგორც პალესტინელებმა და არაბებმა, ასევე, მსოფლიო მაშტაბით.

21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო, 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ. ხოლო, 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.

აშშ-სთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ისრაელმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ტოგო და ტონგამ, პალაუმ, მარშალის კუნძულებმა, გვატემალამ და ჰონდურასმა.