ქართველმა მებრძოლმა, ლიკა ჯოჯუამ შერეული საბრძოლო ხელოვნების - ММА-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 22 წლის ლიკა სამბოში 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს, 29 წლის რუს მარინა მოხნატკინას დაუპირიპირდა.

ჩემპიონატი მოსკოვში გაიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად 5 რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო.

ლიკა (ლიანა) ჯოჯუა პირველი ქართველი გოგოა, რომელმაც MMA-ის საჩემპიონო ქამარი დაიმსახურა.