გასულ კვირას ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გასული წლის ბოლოს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

როგორც მათ განცხადებაში წერია, გამომდინარე იქიდან, თუ რა სფეროში მოღვაწეობენ, სურდათ მათი ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ეტაპამდე არ გახმაურებულიყო.

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა ჯენიფერ ენისტონის პირველი ფოტოები, ჯასტინ ტერუსთან დაშორების გახმაურების შემდეგ:

ჯენიფერისა და ჯასტინის ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, არაერთი ჭორი გავრცელდა. მათ შორის ის, რომ თითქოს ჯასტინ ტერუმ ჯენიფერს ბრედ პიტის გამოგზავნილი წერილები უპოვა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენისტონთან დაშორების შემდეგ, ჯასტინ ტერუმ შესაძლოა ფილმში ანჯელინა ჯოლისთან ერთად ითამაშოს.