პაპუაშვილი: ეს მუხთარლი საშინელ განცხადებებს აკეთებს, რატომ არ უნდა ვენდო ჩემს გამოძიებას
ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი დღეს, 23 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე თბილისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა. პაპუაშვილმა ევროპული საქართველოს წევრს ელენე ხოშტარიას უპასუხა:
"ძალიან საყვარლად კი მოჰყევით ამ ჟურნალისტთან დაკავშირებით, თურმე პურის საყიდლად მიდიოდა, კაცმა რა დააშავა?! ასე პურის საყიდლად მიდიოდნენ და დროის სატარებლად თავის შეყვარებულებთან, ის ახალგაზრდა ბიჭები, იქ რომ ჩახოცეთ ქუჩებში და სადაც ხელი მიგიწვდათ. მაგრამ თქვენ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგინდომებიათ მაშინ. ახლა ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნის და ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი მეუღლე, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩემს გამოძიებას, ჩემს კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ".
პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ევროპული საქართველოს ინიციატივას განიხილავენ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე იმუშავებს. ელენე ხოშტარიამ ტრიბუნასთან კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
13 თებერვალს მუხთარლის საქმეს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და თქვა, რომ ჟურნალისტის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.
აფგან მუხთარლი თავის გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა. ინტერვიუ მუხთარლისთან რუსთავი 2-მა ჩაწერა და თარგმანიც მას ეკუთვნის.
მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დრომდე საქართველოს საგამოძიებო უწყებებს მუხთარლის შესაძლო გატაცებაზე გამოძიების დეტალების შედეგები არ გაუვრცელებიათ.
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
კომენტარები