მსახიობი ბრენდან ფრეიზერი სექსუალური შევიწროების თემას ეხმაურება და 2003 წელს მომხდარ ამბავს იხსენებს.

GQ-სთან ინტერვიუში მსახიობი ყვება, რომ ოქროს გლობუსის შემდეგ გამართულ წვეულებაზე, მაზე ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ფილიპ ბერკმა იძალადა.

ფილიპ ბერკი

ფილიპ ბერკი

ფოტო: People

"მარცხენა ხელი შემომხვია და საჯდომზე მომიჭირა, მერე კი ვიგრძენი, რომ თითით ჩემში შემოღწევას ცდილობდა. თავი საშინლად ვიგრძენი, სახლში წავედი და ყველაფერი ჩემს ცოლს მოვუყევი, რომელმაც მითხრა, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა მომეყოლა. თუმცა მე იმდენად ცუდად ვიყავი და ისე მსურდა ეს ისტორია დამევიწყებინა, რომ გადავწყვიტე არაფერი მეთქვა", - ყვება ბრენდანი.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობმა ფილიპ ბერკისგან წერილი მიიღო, რომელშიც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციცაციის პრეზიდენტი ბოდიშს იხდიდა.

"ვწუხვარ, თუ თავი შეურაცხყოფილად იგრძენით", - ეწერა ბერკის გამოგზავნილ წერილში.