ლეონარდო დიკაპრიო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარამტებული მსახიობია, თუმცა გაგიკვირდებათ და მისმა დიდი ხნის მეგობარმა, ოპრა უინფრიმ ის ვერ იცნო.

12 თებერვალს ელენ დეჯენერესმა 60 წლის აღსანიშნავად დიდი წვეულება მოაწო, რომელსაც ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი ესწრებოდა. მათ შორის ივნენ ლეო და ოპრა.

The Weeknd-თან საუბრის დროს (რომელიც ოპრამ თავიდან ასევე ვერ იცნო) დაინახა, რომ მათ ვიღაც მიუახლოვდა, თუმცა ვერ ხვდებოდა ვინ იყო.

ამ სასაცილო ისტორიას მომღერალი თავად იხსენებს:

"ვინ არის? საიდანღაც მეცნობა. მგონი ჯასტინ ტიმბერლეიკია არა?! - ასე ცდილობდა ოპრა ლეონარდოს გახსენებას", - ყვება The Weeknd.

სიტუაციიდან გამოსაძრომად მომღერალმა ლეოს ფილმებზე დაუწყო საუბარი, რაც ოპრას ნამდვილად დაეხმარა ოსკაროსანი მსახიობის ამოცნობაში.

"ჰეი, ძალიან მომეწონა შენი ბოლო ფილმი - ვუთხარი ლეოს, თუმცა მანც მითხრა, რომ ეს მისი საყვარელი ფილმი ნამდვილად არ იყო. დამაინტერესა რომელი ფილმი მოსწონს ყველაზე მეტად, რომელზეც უმუშავია და მითხრა, რომ ეს The Aviator იყო", - იხსენებს მომღერალი.

A post shared by The Weeknd (@theweeknd) on