სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა. უწყების ინფორმაციით, 500 კილოგრამზე მეტი ხორცი, რომელსაც ჯანმრთელობის ნიშანდება არ ქონდა დალუქეს.

სეს-ის განცხადებით, დარღვევები დაფიქსირდა შპს ახალ ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში. მათი თქმით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ახალი ხორცი ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა.