თბილისის მოსახლეობის 43 პროცენტს სმენია კრიპტოვალუტის შესახებ და მათგან 5% ფლობს კიდეც, რომელიმე ტიპის ციფრულ ვალუტას.

შედეგებს კვლევითი ორგანიზაცია ეისითი ავრცელებს, რომელიც დაინტერესდა, სმენია თუ არა თბილისის მოსახლეობას კრიპტოვალუტების შესახებ და თუ ფლობენ რომელიმე მათგანს.

კვლევის შედეგად, გაირკვა, რომ თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, ვისაც სმენია კრიპტოვალუტის შესახებ, 3%-ს შეუსრულებია ტრანზაქცია ვაჭრობის მიზნით, 2%-ს გამოუყენებია ვალუტა ონლაინ შოპინგის მიზნით, ხოლო 3%-ს შეუსრულებია გადარიცხვის ტრანზაქცია.

გაიგეთ მეტი ACT-ის ვებგვერდზე.