Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი პოპულარული ამერიკული სერიალის, The Big Bang Theory, ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდება და საკუთარ თავს განასახიერებს.

ეპიზოდი, რომელშიც ბილი გამოჩნდება, მარტის ბოლოს გავა და ნაჩვენები იქნება თუ როგორ ცდილობენ შოუს სხვა პერსონაჟები მასთან შეხვედრას და მისთვის საინტერესო იდეებით თავის მოწონებას.

ეს იქნება პირველი შემთხვევა 2001 წლის შემდეგ, როდესაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სატელევიზიო შოუში გამოჩნდება.